მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმას

მაშველები ხარკოვში, სარაკეტო დარტყმით ნაწილობრივ დანგრეულ სახლთან. 2023 წლის 30 იანვარი

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქალაქის ცენტრში ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ეს-300 ტიპის რაკეტა გამოიყენა.

29 იანვარს, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხერსონზეც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.