ციმბირელ სტუდენტს პატიმრობა მიესაჯა ომის საწინააღმდეგო ვიდეოს გავრცელებისთვის

კირილ მარტიუშევი

ციმბირში 23 წლის სტუდენტს სამი წლით მიესაჯა პატიმრობა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საწინააღმდეგო ვიდეოს ინტერნეტით გავრცელებისთვის.

ქალაქ ტიუმენის სასამართლომ კირილ მარტიუშევის განაჩენი 30 იანვარს გამოაცხადა, მას მერე, რაც ის ექსტრემიზმში ცნო დამნაშავედ.

მარტიუშევი მარტში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველი დღე, რომელიც განსასჯელმა წინასწარ პატიმრობაში გაატარა, უტოლდება კოლონიაში გატარებულ 1,5 დღეს - შესაბამისად, კირილ მარტიუშევი საპატიმროში 18 თვეს დაყოფს.

ასევე ნახეთ ყირიმელ იმამს რუსეთის სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა