დადასტურდა თურქეთში მიწისძვრისას საქართველოს მეხუთე მოქალაქის დაღუპვა

ადგილობრივი კაცი მიწისძვრით დანგრეულ სახლებთან. თურქეთი, ქალაქი ჰატაი 11 თებერვალი 2023 წელი

ხუთამდე გაიზარდა, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქებში გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ-ს დაღუპვის შესახებ. დამატებით ინფორმაცია უცნობია.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 23 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთში 20 ათასზე მეტი, სირიაში 3 500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.