ბულგარეთში სატვირთო მანქანაში 18 ადამიანის გვამი ნახეს

სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც 18 ადამიანის - სავარაუდოდ, არალეგალური მიგრანტების გვამს მიაგნეს. ბულგარეთი, 17 თებერვალი. 2023 წელი

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა.

შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი.

ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება.