თავდაცვის მინისტრი ესტუმრა გერმანული ტანკებისთვის უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ ცენტრს

ბორის პისტორიუსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების წვრთნა გერმანული ტანკების მართვისთვის - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, რომელიც 20 თებერვალს ესტუმრა ჩრდილოდასავლეთ გერმანიაში მდებარე საწვრთნელ ცენტრს.

"მიზანია ეს ტანკები - როგორც Leopard-ის ტიპის, ისე Marders-ის - [უკრაინაში] ჩავიდეს მარტის ბოლოსთვის, და სამხედრო წვრთნაც ამ დროისთვის დასრულდეს" - თქვა პისტორიუსმა.

უკრაინელი სამხედროები ხუთკვირიან წვრთნას გადიან Leopard 2A6-ის მართვის სასწავლებლად - გერმანიაში წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის ტანკის, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.