უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები პროჟექტორს იყენებენ კიევის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების აღმოსაჩენად. 2023 წლის თებერვალი

უკრაინაში დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

განგაში ჯერ უკრაინის დედაქალაქ კიევში გამოცხადდა და შემდეგ ეტაპობრივად მოიცვა კიევის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და დონეცკის ოლქები.

საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 04:50 საათისთვის შეწყდა. რუსული დრონებით შეტევის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.