ლიეტუვა ცდილობს ნატოში გასაწევრიანებლად უკრაინის მიწვევას ივლისის სამიტზე

ნატოს წევრი სახელმწიფოების დროშები ნატოს შტაბ-ბინის წინ

ლიეტუვის პარლამენტმა 6 აპრილს ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინას იწვევს ნატოში გასაწევრიანებლად ალიანსის ივლისის სამიტზე.

პარლამენტის 141 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 129-მ მიიღო და ყველამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ხელს შეუწყობს ჩვენს უსაფრთხოებას და ნატოს გააძლიერებს", - განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზიგიმანტას პავილიონისმა.

ლიეტუვა 11 ივლისს უმასპინძლებს ნატოს ორდღიან სამიტს.

უკრაინამ სექტემბერში მიმართა თავდაცვის ალიანსს დაჩქარებული გაწევრიანების თხოვნით.

ასევე ნახეთ ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი