ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გამოცადა შორი მოქმედების ახალი რაკეტა

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება. 2016 წელი. (საილუსტრაციო ფოტო)

ჩრდილოეთი კორეა 14 აპრილს ავრცელებს ცნობას, რომ პირველად გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს.

შესაძლოა, ეს იყოს გარღვევა ფხენიანის ძალისხმევაში, იქონიოს უფრო ძლიერი, უფრო ძნელად შესამჩნევი იარაღი, რომელიც შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილს მისწვდება.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ ეს განცხადება გამოაქვეყნა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ქვეყნის მეზობლებმა დააფიქსირეს შორი მოქმედების რაკეტის გაშვება ფხენიანის მახლობლად, რითაც გაფართოვდა დემონსტრირებული იარაღის სია, რომელშიც შედის 2022 წლის დასაწყისიდან ზღვაში გასროლილი 100-ზე მეტი რაკეტა.