რუსეთი უკრაინას და გაეროს ადანაშაულებს მარცვლეულის შეთანხმების საბოტაჟში

უკრაინის მარცვლეულით დატვირთული ხომალდი, საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს აცხადებს, რომ უკრაინა და გაერო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამომტანი ხომალდების შემოწმებისას და ახალი გემების რეგისტრირებისას სირთულეებს ქმნიან - ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო "რია ნოვოსტი".

უკრაინამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება დახურვის საფრთხის ქვეშაა, თუმცა მოსკოვმა 18 აპრილს თქვა, რომ მოკლე პაუზის შემდეგ, შეთანხმების პირობებით ხომალდების შემოწმება განახლდა.