ძალოსნობაში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი უმძიმესი წონითი კატეგორიის - +109 კილოგრამის - შეჯიბრებით და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. მსოფლიოს უძლიერესმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ტალახაძემ პირველ მოძრაობაში - ატაცში - 222 კილოგრამი მოაგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ასევე ოქროს დაეუფლა აკვრაშიც, ორი ცდის შემდეგ დაფიქსირებული 252 კილოგრამით და ორჭიდის ჯამშიც - 474 კილოგრამით.
ლაშა ტალახაძე ევროპის შვიდგზის, ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია.