ჩინეთი სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის უკრაინასა და რუსეთში

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში ლი ჰუი

ჩინეთი 15 მაისიდან ევრაზიის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენელს, ლი ჰუის, გაგზავნის უკრაინაში, რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს იქნება ყველაზე მაღალი რანგის ჩინელი დიპლომატი, რომელიც ეწვევა ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანას უკრაინაში გასული წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

პეკინი ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე ცდილობდა საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც შუამავლისა, რომელსაც წამყვანი როლი აქვს მსოფლიო კრიზისების მოგვარებაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აცხადებს, რომ ის ნეიტრალური მხარეა უკრაინის ომში, მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ პეკინმა უარი თქვა მოსკოვის დაგმობაზე უკრაინაში შეჭრისთვის.

გასულ თვეში, ომის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ტელეფონით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის.

თებერვლიდან მოყოლებული, სი ძინპინი მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. მათ შორის არის ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებების დაწყება და ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა. ევროკავშირმაც, შეერთებულმა შტატებმაც და კიევმაც განაცხადეს, რომ ჩინეთის ინიციატივას განიხილავენ პოზიციის შესახებ განცხადებად, მაგრამ არა დარეგულირების რეალურ გეგმად ან მხარეებს შორის მოლაპარაკების წინადადებად.

დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივები კიევისთვის ძალიან ბუნდოვნად ჟღერს და არ შეიცავს ომიდან გამოსვლის კონკრეტულ გზას. ასევე ისინი შეიძლება პუტინის მიერ გამოყენებულ იქნეს ისეთი ზავის მისაღწევად, რის შედეგადაც რუსეთის ჯარები შეძლებენ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას.