ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 9 მაისის შემდეგ საჯარო შეკრებებზე აღარ ჩანს, არც 14 მაისს მონაწილეობდა ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების - დროშის, გერბისა და ჰიმნისადმი - მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
მისი სახელით გამოსვლა წაიკითხა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ.
ასევე ნახეთ
შაბათს ლუკაშენკას კორტეჟი პოლიკლინიკასთან შენიშნეს - მედიაშაბათს ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კორტეჟი შენიშნეს დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ, - ამის შესახებ ცნობა ერთბაშად რამდენიმე საინტერნეტო მედიარესურსმა (@euroradio და @motolkohelp) გაავრცელა. კორტეჟმა სამედიცინო დაწესებულება 2 საათის შემდეგ დატოვა და უკან დაბრუნდა.
მოსკოვში აღლუმის შემდეგ, სადაც ის ცუდად გამოიყურებოდა, ლუკაშენკა საზოგადოებაში მცირე ხნით მხოლოდ იმავე დღეს გამოჩნდა მინსკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. ამასთან დაკავშირებით მედიაში დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ კანონის თანახმად ვის შეიძლება დაეკისროს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, ლუკაშენკას ხანგრძლივი ავადმყოფობის და არაქმედუნარიანობის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ
არის თუ არა ლუკაშენკა ავად და თუ ასეა, ვინ შეცვლის მას?თავად ოფიციალური მინსკი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე არ რეაგირებს.