ევროპარლამენტარები, საქართველოს დასავლელი პარტნიორები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან 30 მაისს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ტვიტერზე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საქმეს აკეთებს:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იქცა აგრესორის რუპორად. დასავლეთმა ურთიერთობებში თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს“.
Georgian PM Irakli #Garibashvili does a job for putin at his best! The present Goverment of Georgia became a mouthpiece of aggressor #russia. The West must re access its policy towards #Georgia https://t.co/Yv7k2aM7oi
— Petras Austrevicius (@petras_petras) May 30, 2023
პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიეტუვის სეიმის კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიც. მას შესწორება შეაქვს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზს ეხება:
„შესწორება. ნატოს არგაფართოებამ გამოიწვია ომი“.
Correction. Non-enlargement of NATO provoked the war. https://t.co/PXZv1EIYaN
— ŽygimantasPavilionis🇱🇹🇺🇦🇺🇸🇹🇼 (@ZygisPavilionis) May 30, 2023
ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი მირიამ ლექსმანი ტვიტერზე წერს, რომ „ღარიბაშვილს აქვს ან ირჩევს, რომ ჰქონდეს ძალიან მოკლე მეხსიერება“.
Prike Minister Garibashvili has, or chooses to have, a very short memory https://t.co/ANorYbcB62
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 30, 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების შესახებ წერს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, ბენ ჰოჯესიც:
„დაუჯერებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გაფართოებას აბრალებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. რა დაემართა საქართველოს?“
Incredible…Georgian PM blames Russia’s invasion of Ukraine on NATO enlargement. What has happened to Georgia? https://t.co/3ndJJ38BPg
— Ben Hodges (@general_ben) May 30, 2023
Говорит Москва! (ლაპარაკობს მოსკოვი! - რ.თ.) - აი, ამ ტვიტით ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.
Говорит Москва!
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) May 30, 2023
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი კი ტვიტერში წერს, რომ "ქართული ოცნება აღარ მალავს პუტინიზმს":
"დროა დასანქცირდნენ ივანიშვილი და სხვები. მათ საკუთარი ქვეყანა კრახისკენ მიჰყავთ. ღარიბაშვილი, ასე საუბრისას, ვიღაცის გავლენის ქვეშაა... და ეს ნამდვილად არ არის ქართველი ხალხი".
Georgian Dream isn’t even hiding their putinism anymore. It’s time to sanction Ivanishvili and others. They have led their country on a path to failure For Garibashvili to say this he is under the influence of someone.. and it’s not the Georgian people. https://t.co/tiw8Hk1WLd
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) May 30, 2023
30 მაისს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო.
დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:
„მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.
ჟურნალისტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.
ღარიბაშვილი: „მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი“.
ჟურნალისტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“
ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს".
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.