აშშ-ის საელჩო 2 ივნისს დაკავებულებზე: განსხვავებული აზრის მიუღებლობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 3 ივნისს „ფეისბუკის“ მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რითაც გამოეხმაურა 2 ივნისს დაკავებული აქტივისტების საქმეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო „ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.“ აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.

„განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს.“ - წერს აშშ-ის საელჩო.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა