რესტორანი "რეტრო" დილიდან დაკეტილია - იქ შრომის ინსპექციაა შესული

საილუსტრაციო ფოტო ბათუმში რესტორან „რეტროს“ Facebook გვერდიდან.

ბათუმის ერთ-ერთი რესტორანი "რეტრო", რომელიც "აჭარული ხაჭაპურით" არის ცნობილი, დილიდან არ გახსნილა. მფლობელის დაკავების შემდეგ იქ შრომის ინსპექციაა შესული.

ასევე ნახეთ "რეტროს" სამზარეულოს მუშაობა კრიტიკული დარღვევების მიზეზით შეუჩერდა

პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.

ასევე ნახეთ ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელი მიმტანის ცემის ბრალდებით დააკავეს

დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.