ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, ისევ აფეთქება იყო

ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის მახლობლად, რკინიგზაზე 18 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ იუწყება. მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ფეოდოსიის რაიონში დაზიანებულ რკინიგზაზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია.

აქსიონოვი მიზეზს არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ არავინ დაშავებულა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე აფეთქებები მოხდა 11 ივნისს და 18 მაისს.

ასევე ნახეთ

"ჩემს მომდევნო დაბადების დღეზე ყირიმში მოვილხენთ“. ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან

უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.