რუსეთმა "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა მუსიკოსი გრებენშჩიკოვი, ყოფილი რაბინი და სხვები

ბორის გრებენშჩიკოვი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 30 ივნისს "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა ამჟამად უცხოეთში მცხოვრები მუსიკოსი, ბორის გრებენშჩიკოვი - ორ კვირაში მას მერე, რაც ის 50 000 რუბლით (600 ამერიკული დოლარით) დააჯარიმეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში გაღრმავდა ზეწოლა კრიტიკოსებზე, ასეთ ფონზე სამინისტრომ "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა ასევე დედაქალაქის ყოფილი მთავარი რაბინი, მოსკოვის საქალაქო კანონმდებელი, ორი ჟურნალისტი - ისევე, როგორც მოსკოვში მოქმედი ანგლო-ამერიკული სკოლა, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული მედიასაშუალება Bumaga, და ინტერნეტგამოცემა Sota.vision.

ასევე ნახეთ

"ეს სიგიჟეა" - დევნილი, გაქცეული და გამქრალი „უცხოეთის აგენტები"