სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყება წერს, რომ უკანონო აქტივობები გამოიხატა, როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში, ასევე, საოკუპაციო ხაზზე ვიდეოკამერების დაყენებაში.
ანგარიშში საუბარია, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. სუს-ის სტატისტიკით, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 პირი, მათ შორისაა, ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე.
ასევე ნახეთ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულ თაკალანძეს ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯაუწყება აღნიშნავს, რომ გასულ წელს, ასევე დაფიქსირდა ეთნიკური ქართველების "გამოკითხვაზე" დაბარების, დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები.
"2022 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 9 მოქალაქე იყო. უკანონო პატიმრობაში რჩებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს, მათ შორის, ირაკლი ბებუა", - წერია ანგარიშში.
ასევე ნახეთ უკანონო პატიმრობის ერთი წელი - ვინ და როგორ გაათავისუფლებს ირაკლი ბებუას?სუს-ის ბოლო ანგარიშს ხვალ, 7 ივლისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.