გაისად ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებული ლორენი. 2023 წლის 14 მაისი, ლივერპული.

შვედეთის სამხრეთის ქალაქ მალმეში მოეწყობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საფინალო კონცერტი 2024 წელს. ამის შესახებ ცნობა 7 ივლისს გავრცელა შვედეთის მედიამ - SVT-მ.

მალმეს მეტოქეები იყვნენ დედაქალაქი სტოკჰოლმი და გიოტებორგი. საფინალო კონცერტი გაიმართება 11 მაისს მალმეს არენაში.

2023 წლის საფინალო კონცერტი ჩატარდა ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში, სადაც გამარჯვებული გახდა შვედი მომღერალი ლორენი, მან ევროვიზიის კონკურსი მოიგო სიმღერით Tattoo, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა აუდიტორიის კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ და 583 ქულა დააგროვა.

ევროვიზიაზე ეს მომღერლისთვის მეორე გამარჯვებაა - პირველად მან 2012 წელს მოიგო სიმღერის კონკურსი სიმღერით Euphoria.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში შვედმა მუსიკოსებმა შვიდჯერ გაიმარჯვეს. პირველი გამარჯვება სკანდინავიის ამ ქვეყნის მომღერლებმა მოიპოვეს 50 წლის წინ, როცა ბრიტანეთის ქალაქ ბრაიტონში „აბბა“ გახდა საუკეთესო ჯგუფი სიმღერით „ვატერლოო“. ამ კონკურსში გამარჯვების მერე გახდა „აბბა“ საქვეყნოდ ცნობილი.