სუსმა ტერორისტული დანაშაულის საქმეზე 2 ადამიანი დააკავა

დაკავების ამსახველი კადრი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. უწყებაში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა ორ რეგიონში, ოთხ ადგილზე.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები", - აცხადებენ სუსში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით ატარებს.