პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას მისი ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა", - წერია განცხადებაში.

შეწყალებული მსჯავრდადებულების ვინაობა ცნობილი არ არის.