საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა საშიშია. მისი თქმით, შეზღუდვები გზის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოების გამო დაწესდა.
"ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში. გამორიცხულია რამე კორუფციულ გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება. 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და მინდა აღვნიშნო, რომ დასრულების შემდეგ რიკოთი იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის", - თქვა მან.
ბოლო რამდენიმე თვეა, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული - დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე - სატვირთო ავტომობილები.
ასევე ნახეთ იზრდება რიკოთზე მსუბუქი ავტომანქანებისათვის გადაადგილების საათები