რუსული რუბლი მსოფლიოს უსუსტესი ვალუტების სამეულშია

საილუსტრაციო ფოტო: რუსული რუბლი და აშშ დოლარი

მოსკოვის ბირჟაზე დღეს, 14 აგვისტოს, დილით გამართული ვაჭრობის მონაცემებით, დოლარის კურსმა 100 რუბლს პირველად გადააჭარბა 2022 წლის 23 მარტის შემდეგ. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

რუსული ვალუტა მსოფლიოს ყველაზე სუსტი ვალუტების სამეულშია და ლიდერობს არასტაბილურობის მხრივ. ბლუმბერგის თანახმად ამ სიაშია თურქული ლირა და არგენტინული პესო.

წლის დასაწყისიდან რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი - 42%-ით.

პარასკევს, 11 აგვისტოს, დოლარსა და ევროსთან მიმართებით რუბლი (გასული წლის მარტის თვესთან შედარებით) მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე იყო - 1 დოლარი 99 რუბლი, 1 ევრო კი 109 რუბლი ღირდა.

ასევე ნახეთ

"რუსეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს გაჭიანურებული ომი"

გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაუწესა ფინანსური და ეკონომიკური სანქციები. სანქციების მიზანი რუსეთის საბრძოლო მანქანის შეჩერებაა.