აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიიღებს. შეხვედრა ხუთშაბათს, 21 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"ბაიდენი მოელის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმენს თვალსაზრისს რიგ საკითხებზე და ასევე მთელი მსოფლიოსა და ამერიკელი ხალხის წინაშე დაადასტურებს თავის ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი", - განაცხადა სალივანმა.
ბოლოს შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ივლისის დასაწყისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეხვდნენ, მანამდე კი, მაისში – იაპონიის „დიდი შვიდიანის“ ჯგუფის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე.
ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს 21 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან
ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ხიროსიმაში, იაპონია. 21 მაისი, 2023 წელი