უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სამხედრო ოპერაციებში ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში. ამავე დროს რეგიონული ხელმძღვანელობის თანახმად, რუსეთის იერიშების შედეგად უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლი იყო სამოქალაქო მოსახლეობაში.
მიღწეულია „ნაწილობრივი წარმატება კლიშჩევკისა და ანდრეევკის რაიონებში [ბახმუტის სამხრეთით],“ განაცხადა გენერალურმა შტაბმა 9 ოქტომბერს.
კონტრიერიშის დაწყებიდან უკრაინის ჯარები საიერიშო ოპერაციებს ატარებენ ბახმუტის რაიონში. მანამდე რუსეთის ჯარებმა ბახმუტი ხელში ჩაიგდეს რამდენიმე თვიანი ბრძოლების შედეგად, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო მთელი ომის განმავლობაში.
ორშაბათს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსეთის იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი.