რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის შეზღუდვები უქმდება

რიკოთის უღელტეხილი, 2023 წლის აპრილი

რიკოთის უღელტეხილზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის და სამგზავრო ტრანსპორტისთვის უქმდება რამდენიმე თვის წინ დაწესებული შეზღუდვები - როგორც "საავტომობილო გზების დეპარტამენტი" აღნიშნავს განცხადებაში, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილება 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

დღეიდან, 12 ოქტომბრიდან, იცვლება რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.

"მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა ხანგრძლივდება გადაადგილების პერიოდი 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე", - წერია უწყების განცხადებაში.

ასევე ნახეთ "დასრულების შემდეგ რიკოთი იქნება უსაფრთხო" - გზების დეპარტამენტი

სპეციალური რეჟიმი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ ამოქმედდა, აპრილიდან იყო დაწესებული.