თბილისის მერია იწყებს "თეთრი ტბის" მდგომარეობის შესწავლას. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერმა თქვა ის, რაზეც გლდანის მოსახლეობა თვეების განმავლობაში ჩივის - წყლის დონე დაკლებულია, ტბა სავსეა წყალმცენარეებით.
"აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა ამ საკითხზე მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ", - აღნიშნა მან.
Your browser doesn’t support HTML5
გლდანის ტბა შრება - დრონის კადრები
მერმა ისიც თქვა, რომ ტბა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს.
"დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კალაძემ.
ასევე ნახეთ „ფსკერი ჩემია, წყალი სახელმწიფოსი“ - გლდანის ტბას მოსახლეობა ვერ შველის„თეთრი ტბა“ წლების განმავლობაში ადგილობრივების დასვენების ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო, მაგრამ ახლა საფრთხის წინაშე დგას - დაჭაობდა და შრება.