რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვზე

რუსეთმა ქალაქ ხარკოვზე არაერთი შეტევა განახორციელა 2023 წლის ოქტომბერშიც

რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული შეტევა განახორციელეს უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის გარეუბნებზე.

ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა სულ მცირე 10 უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.