რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა (ROC) გაასაჩივრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილება მისი წევრობის შეჩერების შესახებ - იუწყება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) 6 ნოემბერს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 12 ოქტომბერს შეუჩერა წევრობა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს, მისი გადაწყვეტილების გამო შემოეერთებინა სპორტული ორგანიზაციები უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონებიდან - დონეცკიდან, ხერსონიდან, ლუგანსკიდან და ზაპოროჟიედან. IOC-ის განცხადებით, ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის ოლიმპიურ ქარტიასთან, რადგან ის არღვევს უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას.
წევრობის შეჩერების პირობებში, ROC-ის აღარ აქვს უფლება იფუნქციონიროს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ის ვერ მიიღებს დაფინანსებას ოლიმპიური მოძრაობიდან.