ოდესაზე რუსეთის იერიშის შემდეგ უკრაინამ გამოაცხადა მასშტაბური საჰაერო განგაში

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოდესის ხელოვნების მუზეუმი

უკრაინამ 6 ნოემბერს მასშტაბური საჰაერო განგაში გამოაცხადა და მოქალაქეებს მიმართა თხოვნით თავშესაფრებში წავიდნენ, რადგან შესაძლოა რუსეთმა კვლავ განახორციელოს დარტყმები.

განგაში გამოცხადდა ადგილობრივი დროით შუადღისას, მას მერე, რაც რუსეთმა ერთი დღით ადრე რაკეტებით და დრონებით დარტყმები მიაყენა ოდესას, უკრაინის შავი ზღვის მთავარ პორტს, რასაც მოჰყვა სულ მცირე რვა ადამიანის დაჭრა, დაზიანდა ცნობილი მუზეუმი და საცხოვრებელი სახლები ქალაქის ისტორიულ ცენტრში, დრონების ნამსხვრევებისგან ხანძარი გაჩნდა მარცვლეულის საწყობში.

რეგიონის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თქმით, დაზიანდა ქალაქის იუნესკოს მიერ დაცულ არეალში მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა. სამხრეთის სამხედრო საბჭოს პრესმდივნის, ნატალია ჰიმენიუკის თქმით, რუსეთმა სამხრეთის რეგიონებზე იერიში განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და თავდამსხმელი დრონებით. ჰიმენიუკის თქმით, ოდესაზე შეტევა განხორციელდა Iskander-M-ის და Onyx-ის ტიპის რაკეტებით და ირანში წარმოებული Shaheed-ის ტიპის დრონებით.

ჰიმენიუკიც და კიპერიც აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა 15 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დაადასტურა 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის 19 მებრძოლის დაღუპვა