სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად.
დონეცკის საოლქო პროკურატურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სელიდოვოს საცხოვრებელ უბნებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
საოლქო პროკურატურის მონაცემებით, დაინგრა ან დაზიანდა 6 მრავალბინიანი და 20 კერძო სახლი. მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს 85 წლის ქალის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ასევე ნახეთ
უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა