პანამის დროშით მცურავმა გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთი ნავსადგურისკენ მიემართებოდა ხორბლის ჩასატვირთად, შავ ზღვაში ნაღმზე აფეთქდა, იტყობინებიან უკრაინელი სამხედროები. „ხომალდმა დაკარგა მართვა, ზედა გემბანზე გაჩნდა ხანძარი“ - ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობა ტელეგრამის საშუალებით.
ერთი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მეორეს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მომხდარის ადგილზე გაემართა ბუქსირები, დასძინეს სამხედროებმა.
შავ ზღვაში უკრაინის დერეფანი შეიქმნა ხორბლის გატანის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ. რუსეთის არმია რაკეტებით და დრონებით ესხმის ხოლმე თავს უკრაინის ნავსადგურებს, დუნაიზე, რენის და იზმიალს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის მონაცემებს ეყრდნობა, ამ დერეფნით ისარგებლა 302-მა გემმა, რომლებსაც აგრარული პროდუქტი გაიტანეს მსოფლიოს 24 ქვეყანაში.