მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქების დაბომბვას

კიევი, 29 დეკემბერი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება კიევისა და უკრაინის სხვა რამდენიმე ქალაქის დაბომბვას, რასაც უკრაინული მედიის ცნობით, სულ ცოტა 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„სამშობიარო, სასწავლო დაწესებულა, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი და კერძო სახლები, კომერციული საწყობი, პარკინგი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნეპრი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, სხვა ქალაქები", - ჩამოთვლის ზელენსკი დაბომბილი ქალაქების ობიექტებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „დღეს რუსეთმა არსენალში არსებული ყველაფერი გამოიყენა“: С-300 „კინჟალი“, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები.

სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა X-101/X-505 გაუშვეს. დაახლოებით 110 რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობა ჩამოგდებულია“, - ამბობს ზელენსკი.

29 დეკემბრის მასირებულ თავდასხმაზე რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ "აუცილებლად უპასუხებს" დარტყმებს. "რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს - და ეს ზუსტად ასე მოხდება", - ამბობს ზელენსკი.

ასევე ნახეთ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია, ისმის აფეთქებების ხმა