აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯო ბაიდენი 7 მარტისთვის მიიწვია ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი.13 დეკემბერი, 2024 წელი

7 მარტისთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა (რესპუბლიკელი - ლუიზიანა) პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხალხისადმი თავისი ყოველწლიური მიმართვისთვის მიიწვია.

6 იანვარს თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში, ჯონსონმა კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე გამოსვლისთვის ოფიციალური მოწვევა გადასცა ბაიდენს. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ბაიდენს ეპატიჟება "ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდი გამოწვევის მომენტში".

პრეზიდენტის ეს ყოველწლიური გამოსვლა პირველი იქნება ჯონსონისთვის, როგორც სპიკერისთვის, რომელიც, ტრადიციულად, პრეზიდენტის კონგრესის წინაშე გამოსვლისას, მის უკან და მარცხნივ ზის ხოლმე.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის სიტყვით გამოსვლას კონგრესის წინაშე 7 მარტს.