საწვავის გაჟონვის შემდეგ, სავარაუდოდ, მისიას ვეღარ შეასრულებს აშშ-ის კომპანიის მიერ მთვარეზე გაშვებული დასაჯდომი მოდული

მთვარეზე დასაჯდომი მოდული Peregrine-ი

აშშ-ის მხრიდან ბოლო 50 წლის განმავლობაში მთვარეზე დაჯდომის მცდელობას, როგორც ჩანს, შესრულება არ უწერია, რადგან 8 იანვარს, გაშვებიდან მალევე, კერძო კომპანიის მიერ წარმოებული დასაჯდომი მოდულიდან საწვავმა გაჟონა.

აშშ-ის კომპანია Astrobotic Technology აცხადებს, რომ შეძლო მოდულის ორიენტირება მზისკენ, რათა დატენილიყო მოწყობილობის მზის ბატარეა. თუმცა კომპანიის განცხადებითვე, საწვავის დაკარგვის მასშტაბი კრიტიკული იყო, რაც ამცირებს იმედს, რომ მართლაც შედგება 23 თებერვლისთვის დაგეგმილი დაშვება მთვარეზე.

ასევე ნახეთ მთვარეზე გაიგზავნა პირველი კერძო დასაჯდომი მოდული