გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილობრივ ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ცხოველის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ეს ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მეორე მსგავსი შემთხვევაა - 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ერთი თვის შემდეგ, 8 იანვარს გავრცელდა სოციალურ ქსელში.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით "ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია", ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.
ასევე ნახეთ
კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებაასევე ნახეთ
იქ, სადაც ძაღლს ჩაგრავენასევე ნახეთ
ძაღლს, რომლის გადასარჩენადაც რთული ოპერაცია ჩატარდა, გული გაუჩერდაასევე ნახეთ
მე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდების ბრალდებით კაცი დააკავესასევე ნახეთ
თბილისში, ვაზისუბანში, ძაღლი ტროტუარზე მოკლეს