გერმანიაში ათასობით პირმა, შოლცის ჩათვლით, მიიღო მონაწილეობა მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში

ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქემ - მათ შორის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა - მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ.

გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში - 25 000-მდე პირმა.

აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ გავრცელება საგამოძიებო ანგარიშისა, რომლის თანახმადაც, მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტიის, ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრებმა შეხვედრაზე გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე იმსჯელეს.