უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, რომელიც თითქმის ორი წლის წინ მოხდა, რუსეთში უკანონოდ წაყვანილი ათიათასობით ბავშვიდან უკრაინაში მხოლოდ 517-ია დაბრუნებული - აცხადებს უკრაინის ადამიანის უფლებების კომისარი დმიტრო ლუბინეცი.
გასული წლის ბოლოსთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი იყო სულ მცირე 19 546 ბავშვი. ეს მონაცემი მოიცავს მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხულ შემთხვევებს. როგორც ვარაუდობენ, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
14 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ლუბინეცმა თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნდა 2828 ზრდასრული, მათ შორის 150 სამოქალაქო პირი.