ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს ტარტუს უნივერსიტეტში მომუშავე რუსი პროფესორი

პროფესორი ვიაჩესლავ მოროზოვი ტარტუს უნივერსიტეტში. 2017 წელი

ესტონეთის მედიის მიერ 16 იანვარს გავრცელებული ცნობით, ქვეყნის პოლიციამ მიმდინარე თვეში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა ვიაჩესლავ მოროზოვი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად.

მედიასაშუალებები ეყრდნობიან ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის სიტყვებს, რომ მოროზოვის საქმეს წინ უსწრებდა "ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს, ინფილტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საუნივერსიტეტოში".

მედიის თანახმად, მოროზოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.