GWP აქვეყნებს ქუჩების სიას, სადაც წყალმომარაგება 30 საათზე მეტით შეწყდება

საილუსტრაციო ფოტო

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ თბილისში, ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ხვალ და ზეგ ჯამში 31 საათით შეუწყდება.

კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, "აუცილებელი გადაერთებითი სამუშოების" ჩატარებაა.

მათივე ცნობით, 17 იანვრის ღამის 01:00 საათიდან 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარლის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიურ ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზისხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას პირველ და მეორე შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნოვას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანის ქუჩების ნაწილს.

გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 იანვრის 01:00 საათიდან18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ქობულეთის ქუჩის N22-42 ლუწ ნომრებს, რაზმაძის ქუჩის N1-25, N2-20-ს, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძისა და მარუხის გმირების ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში: კეკელიძის ქუჩის N15-25 კენტ ნომრებს, N14, 16, 18-ს, გოგებაშვილის, გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძის) და ჯაფარიძის ქუჩებს.