რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხერსონსა და დონეცკის ოლქზე

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლი ხერსონში

სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა უკრაინის ქალაქ ხერსონსა და დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციები იუწყებიან.

მირნოგრადში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია შვიდი 5-სართულიანი სახლი, ადმინისტრაციული შენობა, სკოლა და საწარმო.

ქალაქ ხერსონზე ორი სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, მრავალბინიანი სახლი და სავაჭრო ცენტრი. დაიჭრა ერთი ადამიანი.

ასევე ნახეთ ანექსირებულ ყირიმში შესვლა-გამოსვლის „განსაკუთრებული რეჟიმი“ დააწესეს