საფრანგეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა უკრაინაში საფრანგეთის ორი მოქალაქის დაღუპვის გამო

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე საფრანგეთის ორი მოქალაქის უკრაინაში დაღუპვის გამო 5 თებერვალს რუსეთის ელჩი გამოიძახა.

ჰუმანიტარული სფეროს თანამშრომლები გასულ კვირაში დაიღუპნენ რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში განხორციელებული შეტევების შედეგად. დაიჭრა საფრანგეთის კიდევ სამი მოქალაქე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა - რომელიც კიევს მომავალ კვირებში უნდა ესტუმროს - თავდასხმა დაგმო, მას "ლაჩრული და აღმაშფოთებელი" უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა 5 თებერვლის განცხადებაში ამბობს, რომ "ადამიანების დაღუპვა ყოველთვის ტრაგედიაა", თუმცა დასძენს: "ამ ინციდენტის სპეციფიკური დეტალები ... ჩვენთვის ცნობილი არ არის".