ფინეთმა უკრაინისთვის გამოაცხადა ახალი, 205 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ

ფინეთმა უკრაინას გამოუყო ახალი, 205 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, 2024 წლის 9 თებერვალი

ფინეთი უკრაინას გამოუყოფს დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 190 მილიონი ევრო (205 მილიონი დოლარი) იქნება, - განაცხადა ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 9 თებერვალს.

ახალი პაკეტი რიგით 22-ე იქნება მას მერე, რაც რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში და კიევისთვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილ დახმარებას საერთო ჯამში 1,8 მილიარდ ევროს (1,94 მილიარდი დოლარი) გაუტოლებს, - ამბობს სამინისტრო განცხადებაში.

სამინისტრო ასევე წერს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე საჯაროდ არ გამოცხადდება დახმარების პაკეტის ზუსტი შემადგენლობა და მისი გადაცემის მეთოდი თუ პირობები.

ასევე ნახეთ ფინეთს რუსეთის საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები კიდევ მინიმუმ ორი თვე ექნება ჩაკეტილი