ამერიკულმა კომპანიამ მთვარეზე მოდული გაუშვა - დაშვება მომავალ კვირაშია დაგეგმილი

SpaceX-ის რაკეტა Falcon-ის სტარტი. კანავერალის კონცხი. ფლორიდა. 15 თებერვალი. 2024 წელი

კიდევ ერთმა - უკვე მეორე კერძო ამერიკულმა კომპანიამ გაუშვა მთვარეზე თავისი მოდული 15 თებერვალს, თითქმის ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც კონკურენტის მსგავსი აპარატი მთვარეზე ვერ დაჯდა და დაიმსხვრა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA, მოდულზე ექსპერიმენტების მთავარი სპონსორი, იმედოვნებს, რომ მთვარეზე დაშვება წარმატებით განხორციელდება მომავალ კვირას.

ის მიისწრაფვის, ბიძგი მისცეს მთვარეზე აქტიურობას ასტრონავტების მისიის წინ.

SpaceX-ის რაკეტა Falcon-ი შუაღამეს გაუშვეს NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან. Intuitive Machines-ის მოდული Nova-C დედამიწის თანამგზავრის ორბიტაზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ დაეშვება მთვარეზე 22 თებერვალს.

წინა მსგავსი მცდელობა 8 იანვარს ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან კოსმოსში რაკეტა Vulcan Centaur-ის გაშვებით დაიწყო, რომელზეც იმყოფება მთვარეზე დასაჯდომი მოდული Peregrine-ი.

. წარმატების შემთხვევაში ის იქნებოდა ისტორიაში პირველი დასაჯდომი მოდული, რომელიც კერძო კომპანიამ შექმნა, მაგრამ მისია წარუმატებელი იყო.

ასევე ნახეთ მთვარეზე გაიგზავნა პირველი კერძო დასაჯდომი მოდული