რუსეთში სახელმწიფო ღალატის ეჭვით დააპატიმრეს რუსეთ-აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ქალი

რუსეთში სახელმწიფო ღალატის ეჭვით დააპატიმრეს რუსეთ-აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ქალი, 2024 წლის 20 თებერვალი

რუსეთის უშიშროების სამსახური, ეფესბე, 20 თებერვალს აცხადებს, რომ დააპატიმრა აშშ-ის და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ქალი, სახელმწიფოს ღალატის ეჭვით, უკრაინის არმიის დაფინანსებისთვის - იუწყება სახელმწიფო მედია.

ეფესბეს ქალაქ ეკატერინბურგის დანაყოფი აცხადებს, რომ "შეზღუდა უკანონო ქმედებები ლოს-ანჯელესის 33 წლის მცხოვრებისა, რომელსაც რუსეთის და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ჩართული იყო უცხო ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში". ეფესბეს განცხადებას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ასევე ნახეთ იუნესკოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს ალსუ კურმაშევა, რუსეთში პატიმრობაში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი