რუსი კომუნისტები ითხოვენ სტალინის სიკვდილთან „დასავლეთის შესაძლო კავშირის" გამოძიებას

ფოტო არქივიდან. რუსი კომუნისტების რიგი კრემლის კედელთან, სტალინის გარდაცვალებიდან 70-ე წლისთავზე. 2023 წლის 5 მარტი

საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს, რუსმა კომუნისტებმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს და გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა პარტია „რუსეთის კომუნისტების“ თავმჯდომარემ, სერგეი მალინკოვიჩმა.

მალინკოვიჩის თქმით, კომუნისტები ითხოვენ „იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სიკვდილთან დასავლეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის შემოწმებას, რადგან სტალინის თანამედროვეთა ბევრი მტკიცებულება მიუთითებს დასავლეთის გავლენის აგენტების მიერ საბჭოთა ხალხის ბელადის შესაძლო მოწამვლაზე“.

სტალინის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად რუსი კომუნისტები დღეს კვლავ შეიკრიბებიან მოსკოვში, კრემლის კედელთან მდებარე სტალინის ბიუსტთან.

ასევე ნახეთ პუტინის სწორება პატიმრობის „სტალინურ ვადებზე“

საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს მოსკოვის ოლქში, თავის რეზიდენციაში გარდაიცვალა.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი იყო თავის ტვინში სისხლჩაქცევა.

ასევე ნახეთ „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ - როგორ მოვკლათ ჩვენი წილი სტალინი