გარი კასპაროვი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

კასპაროვმა 2013 წელს დატოვა რუსეთი. ის აქტიურად გამოდის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამაარსებელი გარი კასპაროვი „როსფინმონიტორინგის“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს.

რეესტრის თანახმად, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით.

გასული წლის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპაროვისა და მისი თანამებრძოლის, ივან ტიუტრინის მოქმედებებში „დანაშაულის ნიშნები“ დაინახა უკრაინის მხარეს მეომარი რუსი მოხალისეების დასახმარებლად მოწყობილი აუქციონის გამო.

უწყებამ კასპაროვისა და ტიუტრინის მოქმედებებში დაინახა დანაშაულის ნიშნები ე.წ. არასასურველ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლით. ასეთ ორგანიზაციად ცნეს ადრე „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“.

შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეგზავნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისთვის.

გარი კასპაროვი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში, რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან დატოვა რუსეთი. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის აშშ-ის მედიაში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.