რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე დრონებით, რაკეტებით და არტილერიით მორიგი იერიში მიიტანეს. განსაკუთრებით დაზარალდა ხარკოვის ოლქი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასული ღამიდან ხარკოვის ოლქში საარტილერიო და საავიაციო შეტევა იყო 18-მდე დასახლებულ პუნქტზე. ქალაქ კუპიანსკში 2 ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ვოლჩანსკში - 1. დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და ელექტროგადამცემი ხაზები. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 8 მარტს სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ჩუგუევზე. დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია 9-სართულიანი სახლი, მაღაზიები, სასტუმრო და 10-ზე მეტი ავტომობილი.
დრონებით შეტევა იყო ოდესის ოლქზე. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, დაზიანებულია „ინფრასტრუქტურის ობიექტი, რომლის შენობა დიდი ხანია დაკონსერვებულია“.
ასევე ნახეთ
ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რომ თუ გვერდით დაუდგებიან, უკრაინა პუტინის შეჩერებას შეძლებსუკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთს და აღმოსავლეთს შეუტიეს 37 უპილოტო საფრენი აპარატით და 3 რაკეტით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხერსონის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ფარგლებში 33 დრონი ჩამოაგდეს.