ღაზაში ბრძოლა გრძელდება, ღრმავდება ჰუმანიტარული კრიზისი

ღაზაში ომი გრძელდება. მოახლოებული რამადანის მიუხედავად. 2024 წლის 10 მარტი

10 მარტს ღაზაში გრძელდება ბრძოლა, ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს, მიუხედავად მოახლოებული რამადანისა - მუსლიმთა წმინდა თვის - და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისისა, რომელიც პალესტინელთა ამ ტერიტორიაზეა შექმნილი.

ღაზაში ღრმავდება შიმშილი - შედინება დაიწყო აშშ-ის, ესპანეთის, იორდანიისა და სხვა ქვეყნების ჰუმანიტარულმა დახმარებამ, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ ეს დახმარება ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც ესაჭიროება 2,4 მილიონ ადამიანს.

ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეტევამ ისრაელზე - რასაც, ისრაელის მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანი.

ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს, ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე შეეწირა 31 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

ასევე ნახეთ ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას მოსახლეობის დასახმარებლად ომით გაჩანაგებულ ღაზაში