სანქტ-პეტერბურგში აეროპორტმა მუშაობა შეზღუდა უსაფრთხოების მიზეზებით

საილუსტრაციო ფოტო: მგზავრები რუსეთის ერთ-ერთ აეროპორტში

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში, მუშაობა შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით - იუწყება სააგენტო TASS-ი 10 მარტს, ქვეყნის საავიაციო უწყებაზე, Rosaviatsia-ზე დაყრდნობით.

მანამდე რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორი ადამიანი დაშავდა 1000 კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ანგარში, რომელიც აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული.

TASS-ის თანახმად, Rosaviatsia არ ასახელებს შეზღუდვების შემოღების მიზეზებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს ნაბიჯი უკავშირდება თუ არა უკრაინის მხრიდან პოტენციურ შეტევას დრონებით.

ასევე ნახეთ რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის დრონმა ხანძარი გამოიწვია ნავთობის საწყობში, კიევი იუწყება რუსეთის შეტევებზე